პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროექტის „ვეძებ“ ავტორი, თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედას შეხვდა.
ინფორმაცია და პირველი ემოციები, შეხვედრის შესახებ, ჟურნალისტმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვის საშუალებით გაუზიარა.
„ისტორია ასეთია, მე არ ვარ მოპარული ბავშვი, გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის და მოხდა ეს ამბავი. მესმის ოჯახის განცდები, იმიტომ რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ტრაგედიის ტოლფასი - მე ამის მიმღებლობა მაქვს, აბსოლუტურად. დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება მოსწონდე და უნდოდე. არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი“, - ამბობს თამუნა მუსერიძე მიმართვაში.
თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობლები რვაწლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ის უკვე შეხვდა მამას და და-ძმას.
ამავე თემაზე:
VIDEO: თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა - ემოციური კადრები