„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
არგენიტნის ნაკრების გულშემატკივრები ელოდნენ, რომ წინა ეტაპზე კაბო ვერდესთან ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები სულ სხვა მობილიზებით გამოვიდოდნენ და ეგვიპტეს შანსს არ მისცემდნენ. თუმცა ასე არ მოხდა.
მეორე ტაიმი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა. აფრიკელები 78 წუთის განმავლობაში არგენტინას 2:0-ით ამარცხებდა.
ამ მომენტამდე არგენტინას საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, თუმცა წაგების საფრთხემ „ალბისელესტე“ სრულიად შეცვალა – სწორედ ამის შემდეგ მოუმატა სისწრაფეს და ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანა.
რომერომ 79-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ზე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა არგენტინას გამარჯვება მოუტანა – 3:2.
გუშინდელ მატჩს ფეხბურთის ვარსკვლავები ემხიანებიან:
"ლეო მესის ცრემლები ყველაფერს ამბობს. ხალხი ხედავს თასებს, რეკორდებს, გოლებს, მაგრამ ვერ ხედავენ იმ ტვირთს, რომელსაც ის მხრებით ატარებს"
"მესის ემოციებში ისეთი რაღაც დავინახე, რაც საკუთარი ხალხის უდიდეს სცენაზე წარმოჩენას გულისხმობს. ლეო მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ თამაშობს. ის არგენტინისთვის, თანაგუნდელებისთვის და იმ ხალხისთვის თამაშობს, ვისაც მისი სჯერა"
"დიდი ფეხბურთელები ქმნიან მომენტებს, მაგრამ ნამდვილი ლეგენდები ქმნიან მოგონებებს, რომლებიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. მესიმ არგენტინას არა მხოლოდ მოაგებინა მატჩი, არამედ ისეთი მომენტი აჩუქა გულშემატკივრებს, რომელსაც არასდროს დაივიწყებენ" - ტიერი ანრი.
„არგენტინამ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩემპიონები ის გუნდები კი არ არიან, რომლებიც არასდროს იტანჯებიან; არამედ ისინი, ვინც იტანჯებიან, იბრძვიან და კვლავ ფეხზე დგებიან. ეს საღამო ეკუთვნის მესის, არგენტინას და გუნდს, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ოცნების სიკვდილზე“ - ზიდანი