„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.
არგენიტნის ნაკრების გულშემატკივრები ელოდნენ, რომ წინა ეტაპზე კაბო ვერდესთან ჩატარებული მძიმე მატჩის შემდეგ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები სულ სხვა მობილიზებით გამოვიდოდნენ და ეგვიპტეს შანსს არ მისცემდნენ. თუმცა ასე არ მოხდა.
მეორე ტაიმი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა. აფრიკელები 78 წუთის განმავლობაში არგენტინას 2:0-ით ამარცხებდა.
ამ მომენტამდე არგენტინას საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, თუმცა წაგების საფრთხემ „ალბისელესტე“ სრულიად შეცვალა – სწორედ ამის შემდეგ მოუმატა სისწრაფეს და ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანა.
რომერომ 79-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 83-ზე მესიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ენცო ფერნანდესმა არგენტინას გამარჯვება მოუტანა – 3:2.
მსაჯის საფინალო სასტვენის ხმის შემდეგ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა. მოედნიდან გასვლის შემდეგ მას მკითხეს, რატომ იტირა:
„ვიტირე, რადგან როცა 0:2-ს ვაგებდით, მეგონა თანაგუნდელებს იმედი გავუცრუე“- თქვა მესიმ.