აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ტალიაშვილი

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეს ვირჯინია ფოქსს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სამომავლოდ მათი განმტკიცების პერსპექტივები.

ელჩმა კონგრესის წარმომადგენელს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსჯელობა ასევე შეეხო რეგიონსა და საერთაშორისო დონეზე განვითარებულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესებს.