„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ საქართველოში ზაფხულის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით კი 20 ივლისის შემდეგ, მზიანი და ცხელი ამინდებით გამოირჩევა. მისი თქმით, აგვისტოში ჰაერის ტემპერატურა პიკს მიაღწევს და ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა +40 გრადუსსაც გადააჭარბებს.
მისი განმარტებით, მსგავსი სიცხე საქართველოსთვის უჩვეულო არ არის და წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.
„+40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა. ეს არ არის ანომალია და მსგავსი ტემპერატურა წლების განმავლობაში არაერთხელ გვინახავს,“ – აღნიშნავს მეტეოროლოგი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ელ-ნინიოს თემასაც უთმობს.
მისი შეფასებით, ელ-ნინიოს გავლენა საქართველოზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ამიტომ სწორედ ამ კლიმატურ მოვლენას უკავშირდებოდეს ექსტრემალური სიცხის მოლოდინი, არასწორია.
„ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა,“ – წერს მეტეოროლოგი.
ცნობისთვის, ელ-ნინიო არის კლიმატური მოვლენა, რომელიც წყნარი ოკეანის წყლების დათბობას უკავშირდება და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის ცვლილებებს იწვევს. საქართველოში მისი გავლენა, როგორც წესი, პირდაპირი და ძლიერი არ არის.