1738742328
კრიშტიანო რონალდო-უმცროსმა ერთ მატჩში 10 გოლი გაიტანა
![კრიშტიანო რონალდო კრიშტიანო რონალდო](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/05/111258/krishtiano-ronaldo_w_h.jpeg)
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი კრიშტიანო რონალდო-უმცროსი მამის მსგავსად საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ თამაშობს, ოღონდ U15-ის კატეგორიაში და ფანტასტიკურ შედეგიანობას აჩვენებს.
ამ დღეებში 15-წლიანების „ალ-ნასრმა“ „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ ითამაშა და 10:9 მოიგო. ათივე გოლი გამარჯვებულთა რიგებში უმცროსმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.