აშშ-ში მაიკლ ჯორდანის ვაჟი დააპატიმრეს

აშშ-ში მაიკლ ჯორდანის ვაჟი დააპატიმრეს

ლეგენდარული კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ვაჟი მარკუს ჯორდანი ამერიკის შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს, – იტყობინება ინტერნეტგამოცემა MSN-ი.

პოლიციამ უმცროსი ჯორდანი სამშაბათს, 4 თებერვალს ფლორიდაში დააკავა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის, კოკაინის შენახვისა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო.

პოლიციის ანგარიშში წერია, რომ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 1:14-ზე ორმა ოფიცერმა მეიტლანდში შეამჩნია მატარებლის რელსებზე გადასული „ლამბორგინი“. იგივე ავტომობილი გარკვეული დროით ადრე პოლიციელებს გაჩერების მოთხოვნის შემდეგ დაუსხლტა.

პოლიციელებმა რამდენჯერმე სცადეს მარკუს ჯორდანის გამოყვანა მანქანიდან, რომელიც პირდაპირ სარკინიგზო გზაზე იდგა, მაგრამ კალათბურთელის ვაჟი მათ წინააღმდეგობას უწევდა. მოგვიანებით ის მაინც გადმოვიდა მანქანიდან, მაგრამ პოლიციელს ხელი გაარტყა, რადგან უარს ამბობდა საპატრულო მანქანისკენ წასვლაზე.

ანგარიშში ასევე წერია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ჯორდანის ჯიბეში აღმოაჩინეს გამჭვირვალე პაკეტი თეთრი ფხვნილით. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნივთიერება კოკაინი იყო.