1738742328
„საავტომობილო კოლაფსის მცდელობა და სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაში შეტანილი ობიექტის ბლოკირება სისხლის სამართლის წესით ისჯება - ნურავის გაუკვირდება ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიების გატარება“ - დავით მათიკაშვილი
"მაგისტრალის გადაკეტვა, მცდელობა იმის, რომ საავტომობილო კოლაფსი მოახდინონ ქალაქში, იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, ისჯება სისხლის სამართლის წესით," - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას ეხმიანება.
როგორც დავით მათიკაშვილი ამბობს, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიება იქნება გატარებული.
"მაგისტრალის გადაკეტვა, მცდელობა იმის, რომ საავტომობილო კოლაფსი მოახდინონ ქალაქში, იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, ისჯება სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, ნურავის ნუ გაუკვირდება, თუკი ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიება იქნება გატარებული. არავისთვის ინდულგენციას არ წარმოადგენს, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები, რადიკალი ოპოზიციონერების ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნება უგულებელყოფილი და არ დაისჯება სათანადო წესით,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.