1783580580
Emmy 2026-ის ნომინანტთა სია ცნობილია
ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ს წლევანდელი ნომინანტების სია ცნობილია. ყველაზე მეტი - 25 ნომინაცია სერიალმა „პიტის ჰოსპიტალი“ მოიპოვა.
მეორე ადგილზე 24 ნომინაციით სერიალი „ხრიკები“ გავიდა. ლიდერებს შორის ასევე აღმოჩნდნენ პროექტები „ქვრივების ყურე“ და „პლურიბუსი“.
ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილნი არიან: „დიპლომატი“, „ოქროს ხანა“, „შვიდი სამეფოს რაინდი“, „სამოთხე“, „პიტის ჰოსპიტალი“, „ერთ-ერთი მრავალთაგან“, „ნელი ცხენები“ და „მეგობრები და მეზობლები“.
კომედიურ ჟანრში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: „ებოტის დაწყებითი სკოლა“, „დათვი“, „ხრიკები“, „მარგოს ფულის პრობლემები აქვს“, „ეს არავის უნდა“, „შენობაში მომხდარი მკვლელობები“, „თერაპია“ და „ქვრივების ყურე“.
დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს შემდეგი მსახიობებიდან შეარჩევენ: სტერლინგ კ. ბრაუნი („სამოთხე“), გარი ოლდმენი („ნელი ცხენები“), მარკ რუფალო („დავალება“), რუფუს სიუელი („დიპლომატი“) და ნოა უაილი („პიტის ჰოსპიტალი“). ამავე კატეგორიაში ქალებს შორის ნომინირებულნი არიან: ქერი კუნი („ოქროს ხანა“), ჩეიზ ინფინიტი („აღთქმები“), კერი რასელი („დიპლომატი“), რეი სიჰორნი („ერთ-ერთი მრავალთაგან“) და ზენდეია („ეიფორია“).
„საუკეთესო მინი-სერიალის/ანთოლოგიის“ კატეგორიაში მოხვდნენ: „შუღლი“, „მგს. სენტ-ლუისი“, „სიყვარულის ისტორია“, „ურჩხული ჩემში“ და „ყველაფერი მისი ბრალია“. ნომინანტთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
დაჯილდოების ცერემონია 14 სექტემბერს გაიმართება, მისი წამყვანი კი მსახიობი მარიშკა ჰარგიტეი იქნება.











