169.4 მილიონი ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - ვის და როგორ შეუძლია თანხის გატანა

puli

დაგროვებითი პენსიით 33 555-მა პირმა ისარგებლა - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის 30 ივნისის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების თანახმად, პენსიის სახით უკვე გაიცა 169.4 მლნ ლარი.

2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.749 მლნ ადამიანს შეადგენს. 

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის ფონდის აქტივებმა 9.6 მლრდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით - 2%+2%+2%.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

• მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;

• მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;

• საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;

• საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.