მარნეულში შვილმა მამა მოკლა - რა დეტალებია ცნობილი
1784280639
„ოცნებებს ასაკი არ აქვთ. თუ გჯერა და შრომობ, ყველაფერი შესაძლებელია“ - ეს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სკალონის სიტყვებია. კაცის, რომლის კარიერა ნაკრებში არც თუ ისე მარტივად დაიწყო...
შემთხვევითი მწვრთნელი, რომელიც ლეგენდად იქცა
2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის წარუმატებლობის შემდეგ, სკალონი დროებით მწვრთნელად დანიშნეს.
იმ პერიოდში ბევრს მიაჩნდა, რომ ის მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნებოდა. მას გამოცდილება თითქმის არ ჰქონდა და ბევრი ექსპერტი გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. მაგრამ სწორედ აქ დაიწყო მისი საოცარი ისტორია.
პირველ რიგში მან ლიონელ მესი დაარწმუნა, რომ ნაკრებში დაბრუნებულიყო. შემდეგ კი გუნდის ატმოსფერო მთლიანად შეცვალა. მან ნაკრები ვარსკვლავების კრებულიდან მეგობრების გუნდად აქცია.
სკალონის საყვარელი სიტყვაა „გუნდი“. ის ამბობს, რომ დიდი ჩემპიონები აუცილებელია, მაგრამ ტიტულებს მხოლოდ ოჯახივით შეკრული კოლექტივი იგებს.
„ძალიან რთულია ხალხს გააგებინო ის, რასაც ეს მოთამაშეები მოედანზე აჩვენებენ. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მართლაც უნიკალურები ვართ და ეს ამპარტავნება არ არის, ეს გულიდან მოდის. მართლა უნიკალურები ვართ. დღეს ამ ხალხმა გამარჯვებამდე მიგვიყვანა, რისთვისაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ“ - ამბობს ლიონელ სკალონი.

მიუხედავად მშვიდი გარეგნობისა, სკალონი ძალიან ემოციური ადამიანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა: „ძალიან ხშირად ვხდები ემოციური. უბრალოდ ზოგჯერ ცრემლებს გასახდელში ვმალავ.“
ფეხბურთელები ხუმრობით მას „ლა ლორონას“ ანუ „მტირალას“ ეძახიან.
2026 წელს ჟურნალისტ მარტინ პალერმოს შეკითხვამ ის პირდაპირ პრესკონფერენციაზე აატირა.
ასევე ნახეთ: VIDEO: „ვერ გიყურებ, მაპატიე...“ - ლიონელ სკალონის ემოციები არგენტინა-ეგვიპტის მატჩის შემდეგ
მისი ყველაზე დიდი ძალა ტაქტიკა კი არა, ადამიანებთან ურთიერთობაა. ის არასდროს ცდილობს მთავარი გმირი იყოს. გამარჯვების დროს პირველ რიგში ფეხბურთელებზე საუბრობს. ხშირად ამბობს, რომ წარმატება მთლიანად გუნდის დამსახურებაა.

მან არგენტინა არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონად, არამედ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ერთიან გუნდად აქცია.
„მესიმ გვაჩუქა მაგია, მაგრამ სკალონმა გვასწავლა, როგორ გვერწმუნა საკუთარი თავის“- ამბობენ არგენტინელები.
სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინამ მოიგო:
⇒ კოპა ამერიკა 2021
⇒ ფინალისიმა 2022
⇒ ჩემპიონატი 2022
⇒ კოპა ამერიკა 2024
ოჯახი
ლიონელ სკალონის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ოჯახს უკავია. სკალონის მეუღლე ესპანელი ელისა მონტეროა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს: იან სკალონი და ნოაჰ სკალონი.
მიუხედავად მსოფლიო პოპულარობისა, სკალონი პირად ცხოვრებას მედიისგან მაქსიმალურად იცავს.
თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ყოფნას ამჯობინებს და ამბობს, რომ ყველაზე ბედნიერი სწორედ მაშინ არის, როდესაც შვილებთან ერთად ჩვეულებრივი მამის როლშია.