რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვაშინგტონში გამართული მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამი მედლით დაბრუნდა. მოფარიკავეებს აეროპორტში პარაოლიმპიელი კომიტეტის თანამშრომლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ვაშინგტონში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ეტლით მოფარიკავეებმა ერთი ოქრო და ორი ვერცხლი მოიპოვეს.
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია. ხმლით ფარიკაობის დისციპლინაში ქართველმა პარა სპორტსმენმა, ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ პასკუიონოს 15-11 აჯობა. ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე რაპირით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე ტურნირზე წარმატებულად გამოვიდა ნინა თიბილაშვილიც, მან ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასზე ხმლის ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.