1733169705
ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში - რის შესახებ საუბრობს ხვიჩა კვარაცხელია
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს.
ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული დღეები მაშინ იყო, როდესაც მაკედონიასთან თამაშის დაწყების წინ უთხრეს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ყველზე მეტად წყობიდან გამოვედი მაშინ, როდესაც მითხრეს, რომ მაკედონიის თამაშის წინ კორონა მქონდა. ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში ეგ დღეები“,- ამბობს ფეხბურთელი „იმედის“ გადაცემაში.
როგორც ხვიჩა კვარაცხელია ამბობს, მაშინ ძალიან კარგ ფორმაში იყო და მზად იყო სტადიონზე ყველაფერი გაეკეთებინა გამარჯვებისთვის.