VIDEO: ვრცელდება ბათუმში დაკარგული ბიჭის გუნდელების და მწვრთნელის ვიდეომიამართვა
1738325930
„ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა. ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე დედაქალაქს არ ჰქონდა დღეს დასრულდა. პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა, როგორც პარამეტრების, ისე საინჟინრო და უსაფრთხოების მიმართულებით“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის გახსნის შემდეგ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დაასრულა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ობიექტის მშენებლობისას გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები, უმაღლესი დონის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს, გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტის სახეობის საჭირო ყველა სივრცე. რამდენიმე დღეში ყინულის არენაში უკვე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც კიდევ ერთხელ არის თბილისის ახალი ყინულის არენის მაღალი სტანდარტის და ხარისხის აღიარება,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.