ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში,
5 კუბურ მეტრამდე „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.
„წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.