1738323694
დაკარგული 14 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
14 დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ.
იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს.
ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
14 წლის ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე. ნურაფრის გეშინია, დე. გთხოვ გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას: მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე“,- ამბობს ალექსანდრეს დედა.