კეტი პერიმ, ბილი აილიშმა, ლედი გაგამ და სხვა ამერიკელმა ვარსკვლავებმა ლოს-ანჯელესის ხანძრის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს

საქველმოქმედო კონცერტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად კეტი პერიმ, ბილი აილიშმა, ლედი გაგამ, Dr. Dre-მ, Pink-მა, ჯგუფებმა Nirvana, No Doubt და 20-ზე მეტმა ვარსკვლავმა საქველმოქმედო კონცერტში LA FireAid-ში მიიღეს მონაწილეობა.

შემოსული თანხები მოხმარდება დაზარალებული რაიონების აღდგენას და დაშავებულების დახმარებას.
კონცერტის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა U2-მ ერთი მილიონი დოლარი გადარიცხა შესაბამის ფონდში.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძარი 7 იანვარს დაიწყო, რომლის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა 16 ათასზე მეტი სახლი და სხვა შენობები გაანადგურა.