„55 უნებლიე შეცდომა“ - ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა და მსოფლიოს მე-9 ჩოგნის, ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ 4 სეტში წააგო - 4:6, 2:6, 6:4, 5:7.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მეტოქის ჩაწოდებასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა და ფრიცმა 32 ეისი შეასრულა. ნიკოლოზს 9 ეისი ჰქონდა, თუმცა 11 ორმაგი და 55 უნებლიე შეცდომა დაუშვა, როცა ფრიცი ჩაწოდებაზე მხოლოდ 2-ჯერ, ხოლო თამაშისას 27-ჯერ შეცდა.