31 წლის ქართველი პოლონეთში ხიდიდან გადავარდა - ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

zaza davitadze

უბედური შემთხვევა მოხდა რამდენიმე თვის წინ პოლონეთში.

31 წლის ზაზა დავითაძე 15 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ახალგაზრდა კაცი იმ საბედისწერო დღის შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაშია. მძიმე დაზიანებები აქვს  ხერხემალსა და თავზე. როგორც ზაზას ახლობლები ამბობენ, კლინაკამ პოლონეთში შეუწყვიტა დაფინანსება და საქართველოში უნდა გადმოიყვანონ, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს, ისინი სოციალურად დაუცველები არიან.

„პრაიმტაიმი“ ზაზას მამიდაშვილს, სალომე კაკალაძეს ესაუბრა.

„პოლონეთის კლინიკაში, სადაც ამჟამად ზაზა იმყოფება, უკვე ამოიწურა ლიმიტი და კატეგორიულად გვთხოვენ, რომ გავიყვანოთ დაწესებულებიდან. მისი საქართველოში ჩამოყვანისთვის საჭიროა 30 ათასი ევრო. ამ ფასში შედის თვითმფრინავით ჩამოყვანა თავისი სამედიცინო აღჭურვილობითა და სამედიცინო პერსონალით.

ზაზა აჭარის მაღალმთიან რეგიონიდან არის. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამის საშუალება არ აქვთ. მჯერა, რომ საზოგადოება გაერთიანდება და ყველანი ერთად შევძლებთ ზაზას საქართველოში ჩამოყვანას.“ - ამბობს სალომე.

ზაზა დავითაძე, სამუშაოდ პოლონეთში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა. რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ოჯახმა მონაყოლით იცის.

„იმ საბედისწერო დღეს, განტვირთვის მიზნით, მეგობრებთან ერთად ლუდს მიირთმევდა. საშინლად ცუდი ამინდი ყოფილა და როცა სასმელი გაუთავდათ, ზაზას უთქვამს, მე მოვიტან მაღაზიიდანო. მარტო წასულა. საშინელი წვიმა ყოფილა. კონკრეტულად არ ვიცით როგორ და რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ 15 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადავარდა და ბეჭებით დაეცა. დაბრუნება, რომ დააგვიანდა, ბიჭებს მისი ძებნა დაუწყიათ, მაგრამ ვერსად მიაგნეს.

 

ერთი კვირის განმავლობაში ვეძებდით. ერთი პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდით, რომ გერმანიაში გადავიდა და დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მერე ოჯახს კლინიკიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ზაზა რეანიმაციულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უამრავი ოპერაცია გაუკეთდა. მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული თავზე, ამჟამად დაძინებული ჰყავთ. პარალელურად რეაბილიტაციის პროცესს გადის. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპია მის ცხოვრებაში.“- ამბობს სალომე კაკალაძე

საზოგადოება არაერთხელ გაერთიანებულა კეთილი საქმისთვის. გვჯერა, რომ განსაცდელში მყოფ ორი შვილის მამას მხარში ამოვუდგებით და ყველანი ერთად დიდი და კეთილი საქმის თანაზიარი გავხდებით.

საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან 09 01 200 128​

ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან ფეიფალით
https://paypal.me/IMotskobili?country.x=GE&locale.x=en_US

მიმღები:ააიპ იალქანი

ს/კ 445473014

საქართველოს ბანკი

GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი

GE12TB7990736080100007

დოლარის ანგარიში

GE94TB7990736180100002