სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
პოლონეთში, კრაკოვის პოლიციამ დააკავა ქართველები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მანქანის კატალიზატორებს იპარავდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულია 4 პირი. ქართველებმა მინიმუმ 30 ავტომობილი და 130 კატალიზატორი მოიპარეს.
პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.