ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ოსკაროსანი მსახიობი კილიან მერფი Versace-ს ახალი სახე იქნება. ის სპეციალური ხაზის – Versace Icons-ის კამპანიაში გამოჩნდება, რომელსაც მოდის სახლი 3 აპრილს წარადგენს. Versace Icons თავისი კონცეფციიდან გამომდინარე ექსკლუზიური ხაზია, რომელიც ბრენდის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ დიზაინებს აერთიანებს. Versace Icons დონატელა ვერსაჩემ პირველად 2023 წლის გაზაფხულზე წარადგინა. მაშინ ეს ხაზი ქალისათვის შეიქმნა. ამჯერად კი Versace Icons მამაკაცების მოდელებს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კილიან მერფი Versace-სთან ითანამშრომლებს.
ამჟამად კილიან მერფი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მსახიობია. ფილმ Oppenheimer-ში შესრულებული როლისათვის მას არაერთი ჯილდო გადაეცა. მერფიმ საბოლოოდ ამერიკული კინოსამყაროს ყველაზე დიდი აღიარებაც დაიმსახურა, როცა 10 მარტს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა და ოსკარი მიიღო.
ასევე ნახეთ:
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
გორში, დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, 19 წლის ბიჭი დააკავეს