1738730340
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში 45 100 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 390 000 - დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რაც შეეხება ჩვენს დანაკარგებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი ციფრები. დაიღუპა 45 100 ადამიანი, ხოლო 390 000-მდე - დაიჭრა. ნება მომეცით განვმარტო: დაჭრილთა რაოდენობა უფრო მეტია, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც დაიჭრნენ და შემდეგ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე და ისევ დაიჭრნენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის არმიამ დაახლოებით 350 000 სამხედრო დაკარგა ომში.გარდა ამისა, 50 000-70 000 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ხოლო 600 000-700 000-მა რუსმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები.