PHOTO: „უგვირგვინო დედოფალი“ – 26 წლის ეგვიპტელი მოდელი, Anok Yai მოდის ინდუსტრიას იპყრობს

უგვირგვინო დედოფალი

წლევანდელი „მეთ გალას“ წითელ ხალიჩაზე, ეგვიპტეში დაბადებული 26 წლის მოდელის, Anok Yai-ის გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა. მან გასაოცარი ვიზუალითა და თვალწარმტაცი ლუქით ყველა დაჩრდილა.

ამ დღეს ის თავიდან ფეხებამდე „სვაროვსკის“, გარდამავალი ფერების კრისტალებით იყო დაფარული. ლუქის აწყობას 98 000 კრისტალი დასჭირდა.

ცნობისთვის, მოდელი გასულ წლეს გამოცემამ Models.com  „წლის მოდელად“ დაასახელა. აგრეთვე ის მეორე ფერადკანიანი მოდელია ნაომი კემპბელის შემდეგ, რომელმაც „პრადას“ ჩვენება გახსნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 26 წლის გოგონას ლეგენდარული ტოპ- მოდელის ასლსაც უწოდებენ. ის არაერთ ცნობილ ბრენდთან და მოდის სახლთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: „ლუი ვიტონი“, „მიუგლერი“, „შანელი“, „ივ სენ ლორანი“, „ესტე ლაუდერი“ და სხვა…

 

 
 
 
 
 
Посмотреть эту публикацию в Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

Публикация от ROCK (@anokyai)