ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის კონკურსზე მე-11 ნომრად წარდგება - როგორ მივცეთ ხმა

ნუცა ბუზალაძე

შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას Firefighter-ს შეასრულებს.

საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ: საბერძნეთის, მალტას, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სანმარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ: საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის წარმომადგენლებიც.

კონკურსის დაწყებამდე https://www.esc.vote/-ზე საქართველოსთვის ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა შესაძლებელი, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გარდა. მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას 9 მაისს, კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.