1733169705
ჯორჯ მარტინი „სამეფო კარის თამაშების“ სამ დამატებით ისტორიაზე მუშაობს
ჯორჯ მარტნინი „სამეფო კარის თამაშების“ სამ დამატებით ისტორიაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„რომანების ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ავტორმა, ბლოგ-პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ცნობილი ფრენჩაიზის სამ ანიმაციურ პროექტზე მუშაობს.
„მე და HBO-ს გვაქვს ჩვენი პროექტები „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ სამყაროში. ჯერჯერობით არცერთ მათგანს მწვანე შუქი არ აქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, - აღნიშნა მარტინმა.
მისივე თქმით, გაკეთდება „დრაკონის სახლის“ პრიქველი, „ცხრა ვოიაჟი“, რომელიც ზღვის გველზე, კორლის ვალარიონის ისტორიას მოგვითხრობს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი