1791143556
ბრიტანელი მსახიობი ბერნარდ კრიბინსი გარდაიცვალა
ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, ბერნარდ კრიბინსი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კრიბინსი 93 წლის იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.
კრიბინსი ცნობილი გახდა სერიალში „დოქტორი ვინ" შესრულებული როლით.












