პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ამბობდა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლით ხელისუფლებას შეცვლიდა და დაიწყებოდა ახალი მშენებლობა, თუმცა რეალურად ეს თეორია მართალი არ გამოდგა.
„დღეს მისგან პოლიტიკურად არ ისმის ბევრი, სიმართლე ვთქვათ, აღარც წერს პოლიტიკაზე დიდად, მაგრამ ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი მშენებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი ხომ, ანუ რეალურად ის ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა - ეს მე აქამდეც მითქვამს,“ - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.