1791143556
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
გივი მიქანაძემ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჯამში 94 ახალგაზრდა შეირჩა. 2025 წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ 30-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.











