„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - დასახლებაში დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული.
პროცესები ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება.
51 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ წაიყვანეს, თუმცა პოლიცია ადგილზე ამ დრომდე რჩება. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-რეალიზაციას ედავება.
ფონიჭალა ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც დღეს სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 10-ზე მეტი პირია დაკავებული.