ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს - საგარეო უწყება ავიაკატასტროფაზე

აშშ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებს აშშ-ში ავიაკატასტროფის გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვაშინგტონის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს საგარეო უწყება X-ზე.

„ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს ამ რთულ პერიოდში“, - წერია განცხადებაში. 

ბოლო მონაცემებით, ვაშინგტონში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ფრენები შეჩერებულია.

ერთმანეთს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ვერტმფრენში კი, 3 ჯარისკაცი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ეშვებოდა.

შეჯახების შემდეგ, ავიალაინერის კორპუსი შუაზე გადატყდა, შემდეგ ორივე საჰაერო ხომალდი მდინარეში ჩავარდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რაც მოხდა, საშინელებაა. "ეს არ უნდა მომხდარიყო", - აღნიშნავს ტრამპი. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა მაშველებსა და ექიმებს.