წალენჯიხაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი სამეგრელოში

სამეგრელოში, ქ. ჯვარის ჩაის ფაბრიკის დასახლებაში, ბობოხიების საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა გვერდით მცხოვრები ფიფიების ოჯახიც. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გაეცნო ვითარებას და დახმარება აღუთქვა დაზარალებულებს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაზარალებულები გვერდით კორპუსში გადაიყვანეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.