1701322395
თბილისში, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - ფოტო ადგილიდან

თბილისში, მშვიდობის ხიდის ქვეშ, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.