რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ავარიაა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით,  მიკროავტობუსი  გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

ადგილობრივების ცნობით, მიკროავტობუსი ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.