ბოლნისში მოკლული 24 წლის ბიჭის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბოლნისი

ბოლნისში მოკლული 24 წლის ბიჭის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გარდაცვლილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჯეოღლუს მკვიდრი, ვუგარ იაგუბოვია.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ გაჩიანში, სადაც რამდენიმე მეგობარი იყო შეკრებილი, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და მასთან მყოფ კაცს მოხვდა.

ვუგარ იაგუბოვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ახალგაზრდა საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, რომელმაც მეგობარი უნებლიედ დაჭრა, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.