მომღერალი და ლოტბარი გივი შანიძე გარდაიცვალა
1738779226
შვედეთის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„შვედეთის საელჩო ღრმა მწუხარებით იუწყება შვედეთის ქალაქ არებროს სკოლაში მასობრივი სროლის ღონისძიების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეული დღე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაახლოებით ათი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარდაცვლილი შენობაში აღმოაჩინეს. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მამაკაცი მარტო მოქმედებდა და, სავარაუდოდ, ისიც მსხვერპლთა შორისაა. პოლიცია ამჟამად დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს.
ამ დროისთვის გამოძიება ტერორისტულ მოტივს გამორიცხავს.
შემთხვევა სტოკჰოლიმიდან 200 კმ-ის დაშორებით, ორებროს დასახლებაში ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის მოხდა.