„თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა

პროცესი

„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს სხვადასხვა ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

კერძოდ, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3 500-ლარიანი.