1744002807
"მოვიდნენ მეზობლები და გატეხეს კარი, კარადასთან იყო ძირს, სულ სისხლიანი" - რას ჰყვებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოკლული ქალის ახლობლები

მკვლელობა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სოფელ მამხუტში, 71 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლები ჰყვებიან, რომ პენსიონერი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალიც იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარის შესახებს საუბრობენ გარდაცვლილის ახლობლები.
"მეზობელი მოვიდა რაღაცის სათხოვნელად, დაუძახა, ხმას არ იღებდა, მერე ტელეფონზე დაურეკეს, არ იღებდა, მერე უკვე ჩვენ დაგვირეკეს, კარს არ აღებსო. მაშინ ვუთხარით, კარი გატეხეთ-თქო. მოვიდნენ მეზობლები და გატეხეს კარი, კარადასთან იყო ძირს, სულ სისხლიანი. მარტო ცხოვრობდა და მისი თანხა არავის არ ეცოდინებოდა, მაგრამ საკმაოდ ჰქონდა", - განაცხადა მოკლულის ახლობელმა.