„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
მდინარე ალაზნის სარწყავი არხში გარდაცვლილი მამაკაცი და მსუბუქი ავტომანქანა იპოვეს. შემთხვევა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოხდა.
ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ დროსა და მიზეზს საქმეზე დანიშნული ექსპერტიზა დაადგენს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი