მანქანაში ქალი და ბავშვები იმყოფებოდნენ... - ავარია ახალციხეში

policiis lenta

დღეს, 21 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ახალციხეში ავარია მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველთა ცნობით, ერთ მანქანაში ქალი და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედიკოსები მუშაობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წყარო: