როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
ხელისუფლებას რომ სცოდნოდა, საქართველოს მიწაზე დავდიოდი, მომკლავდნენ, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე აცხადებს.
„ერთი წამისთვის, რომ თავისუფლად გამევლო ჩემი ქვეყნის, ჩემი საყვარელი ქვეყნის მიწაზე, ღირს, რომ ადამიანი წავიდეს სიკვდილზე. ნებისმიერ წუთში რომ სცოდნოდა ხელისუფლებას, რომ მე დავდიოდი საქართველოს მიწაზე, რა თქმა უნდა, პირველი მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ჩემი მკვლელობა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისთან მაქვს საქმე. მერე ამას დააბრალებდნენ ვიღაც კრიმინალებს. მე ძალიან კარგად ვიცი, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო“, - განაცხადა სააკაშვილმა.