ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
შინეიდ ო'კონერის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. გაუჩინარებულ მოზარდს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ეს სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ზე თავად ირლანდიელმა მომღერალმა გაავრცელა.
„ჩემმა მშვენიერმა ვაჟმა, ნევიიმ ნესტა ალი შეინ ო’კონორმა, ჩემი ცხოვრების სინათლემ გადაწყვიტა დღეს მიწიერი ბრძოლა შეეწყვიტა და ახლა ის ღმერთთანაა“, - დაწერა დედამ.
მომხდარს ადასტურებენ ო’კონორის კომპანიაშიც.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს დავადასტუროთ, რომ შინეადას ვაჟი შეინი მართლაც გარდაიცვალა. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაქსიმალური პატივისცემა და თანაგრძნობა გამოიჩინოთ ამ ყველაზე რთულ დროს შინეიდასა და მისი ოჯახისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მანამდე მომღერალი Twitter-ზე პოსტს აქვეყნებდა და შვილს ევედრებოდა, თვითდაზიანება არ მიეყენებინა.
„შეინ, შენი სიცოცხლე ძვირფასია. ღმერთს ეს ლამაზი ღიმილი შენს მშვენიერ სახეზე ტყუილად არ დაუხატავს. ჩემი სამყარო შენს გარეშე დაინგრევა. შენ ხარ ჩემი გული. გთხოვ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენო. წადი პოლიციაში და წაგიყვანთ საავადმყოფოში." - წერდა მომღერალი.