1783873081
ძლიერი აფეთქება ათენის ცენტრში
ძლიერი აფეთქება მოხდა ათენის ცენტრში. დღეს დილით სიგრუს გამზირზე, მომხდარი მასშტაბური აფეთქების ამსახველი კადრები, ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 78 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.












