16 ადამიანი დაიღუპა ღამის კლუბში მომხდარი ძლიერ ხანძრის შედეგად კამერუნში - აფეთქება ფოიერვერკებმა გამოიწვია

ხანძარი

კამერუნის დედაქალაქში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი ხანძარი ღამის კლუბში ფოიერვერკმა გამოიწვია. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ჯერ შენობის ჭერს მოედო, ძლიერი აფეთქების ხმამ კლუბში მყოფებს შორის პანიკა და ჭყლეტა გამოიწვია.

არიან დაშავებულებიც, ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.