ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუს სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს.
„მძიმე შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებში იქნება. „ომიკრონის“ წყალობით უამრავ ადამიანს იმუნიტეტი განუვითარდება, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაძლებს. როგორც კი ქვეყნებში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების აფეთქება ჩაივლის, ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება და კორონავირუსი სეზონური გრიპის კატეგორია გახდება. ადრე თუ გვიან, იქამდე მივალთ, რომ ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო“, - განაცხადა ბილ გეითსმა.