გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
Pfizer/BioNTech-მა კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამზე მორგებული ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყო.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევებში მონაწილეობას 1 400-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევები და რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამაძლიერებელი დოზა კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს დაცვა დროთა განმავლობაში შემცირდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.