ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
1769787975
ტელეკომპანია "რუსთავი 2" ახალ მეგა თოქშოუს იწყებს. "ღამის პრაიმთაიმი" ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო გადაცემას, რომელსაც ვარსკვლავური ექვსეული წაიყვანს. თოქშოუ სამშაბათობით, 22 საათზე გავა ეთერში.
მათ იცნობს ყველა. ბევრ მათგანს პირველად იხილავთ ტელეწამყვანის ამპლუაში.
ისინი არიან ექვსნი და საუბრობენ ყველა აქტუალურ თემაზე. მსჯელობენ ხმამაღლა, ბჭობენ, არიან ობიექტურნი თუ სუბიექტურნი, მაყურებლამდე მოაქვთ მთავარი თემები.
გადაცემის პრომო უკვე იპყრობს ინტერნეტს. ვიდეოში ექვსეული საიდუმლო აგენტების როლშია და წარმატებული მისიის შემდეგ ერთ-ერთი შენობის სახურავზე იკრიბებიან.