დავავადდი მძიმე დაავადებით, რომელიც საქართველოში არ იკურნება – მიხეილ სააკაშვილი

mikheil saakashvili

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იმ მოპყრობის შედეგად, რაც მას დაკავებას მოჰყვა, მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დაავადდა.

„სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც როგორც ხედავთ, გონებას არ მიბნიდავს, მაგრამ ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და რომლის მკურნალობაც სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია. ამის დასადასტურებლად, რომ საქართველოში ეს შეუძლებელია, რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა ვერ იღებს ნებართვას. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, დიქტატურულშიც კი მათ შეუშვებდნენ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ასევე ნახეთ - მეც მიყვარს კლუბებში სიარული - სააკაშვილი