ბათუმში, ავარიის შედეგად დაღუპულები 15 წლამდე ბავშვები არიან

policiis lenti

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდა 15 წლამდე ბავშვები აღმოჩნდნენ. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა, ბავშვები მოპედზე ისხდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.