1728933551
ბავშვების საფლავებს ძარცვავდა და ცხედრებს თოჯინებად აქცევდა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ანატოლი მოსკვინი ისტორიკოსი, პოლიგლოტი, ჟურნალისტი და ნეკროპოლისტი (სამარხებს სწავლობდა) იყო, საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობდა და მის შესახებ ცუდად არავინ საუბრობდა...ვერავინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც მას მსოფლიო გაიცნობდა, როგორც საფლავების მძარცველს და ცხედრების წამბილწველს...
კაცი 2011 წელს დააკავეს. ის საფლავების შეურაცხყოფაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა გამოძიებამ კიდევ არაერთი საშინელი დეტალი გაარკვია. ბინაში, სადაც მოსკვინი ცხოვრობდა, გამომძიებლებმა თოჯინებად ქცეული 26 მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს...
გამოძიებით დადგინდა, რომ მოსკვინმა ბავშვების ცხედრები საფლავებიდან ამოთხარა, სოდისა და მარილისგან შემდგარი სპეციალური ხსნარით გააშრო, სხეულში დოლბანდებს ათავსებდა, და თოჯინებად აქცია. მეტიც, თოჯინად ქცეულ ცხედრებს მამაკაცი ელაპარაკებოდა და მათთან ერთად ჩაისაც "სვამდა". 10 წლის განმავლობაში ის ფაქტობრივად, მუმიებთან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთს თავის ნაცვლად ფუმფულა სათამაშოს თავი ჰქონდა მიკერებული, თვალების ნაცვლად - ღილები. როცა საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს, მოგვიანებით თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ პოლიციელებიც კი ცუდად ხდებოდნენ და ზოგს გული მისდიოდა იმ სურათისგან, რაც დახვდათ. ოთახში ასევე საზარელი სუნი იდგა, გახრწნის, თუმცა მოსკვინის მშობლებმა, რომლებიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ და არასოდეს უეჭვიათ მათი შვილის უჩვეულო საქმიანობის შესახებ, სუნზეც თქვეს მოგვიანებით, რომ ვერაფერს საეჭვოს ვერ ამჩნევდნენ...
ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოსკვინი პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული. თუმცა კვლევა არც იყო საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ საღ გონებაზე მყოფი ადამიანი მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა...
ანატოლი მოსკვინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ძალიან თბილ და სანდო, მაგრამ საკმაოდ უცნაურ ადამიანად ახასიათებდნენ. ამიტომ, როდესაც ეს დაუჯერებელი ამბავი გაცხადდა, უმეტესობა გაოცებული იყო. მისი ზოგიერთი ახლობელი იმასაც ამბობდა, რომ კაცი ზედმეტი ინფორმაციისა და ცოდნისაგან გაგიჟდა.
როდესაც ამბის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო, მოსკვინზე მისმა ლექტორებმაც ისაუბრეს. ერთ-ერთი ლექტორის, ტატიანა მიხაილოვას თქმით, კაცი თავიდანვე უცნაური ქცევით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ანატოლი მოსკვინი სატანიზმით იყო დაინტერესებული და ამას არც ლექტორებთან მალავდა. ნახეთ სრულად