გარდაიცვალა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი, საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი
1728474142
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და გამომწერებს მიმართავს.
როგორც სალომე აღნიშნავს, ბევრი შეტყობინება მიიღო - რატომ დატოვა „პრაიმ შოუ“. ტელესახე ამბობს, რომ მას პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და არც პოლიტიკას:
„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით.ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. პრაიმშოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას“,-წერს სალომე.
მანამდე, სალომემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც გადაცემის გუნდს მადლობა გადაუხადა.